
გია გურული ხაშურელ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, თენგიზ ოსაძეზე სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი ბავშვობის კუმირი, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა”.
ოსაძე სხვადასხვა დროს ხაშურის “ივერიას”, ბათუმის “დინამოს”, ჭიათურის “მაღაროელის”, გორის “დილას” და თბილისის ასკ–ს ღირსებას იცავდა. იგი “მაღაროელის” კაპიტანიც იყო, სადაც საქართველოს თასი ორჯერ მოიგო. 1976 წელს დიდი პოტენციალის მქონე შუახაზელი თბილისის “დინამოშიც” იხმეს, გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა შეკრებაზე გამგზავრების წინ, ყველასთვის მოულოდნელად, გათავისუფლება ითხოვა. დროის შემდეგ ძალიან ნანობდა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, შესაძლოა, დაეგვიანებინა.
გია გურული კი ბათუმის “დინამოს”, “დინამო თბილისის”, ლანჩხუთის “გურიის”, პოლონური “კატოვიცეს”, ფრანგული “ჰავრის”, ფრანგული “დიუნკერკის”, ფრანგული “კალეს” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
გურული პირველი ქართველია, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ითამაშა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის გამტანიცაა. სხვათაშორის, მას პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ძალიან ლამაზი გოლი აქვს გატანილი. გუნდისთვის, რომელმაც იმ სეზონში რეალი გამოთიშა და ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექსივე მატჩი მოიგო.
გია გურული ჭიათურელია, და ალბათ აქედან დაამახსოვრდა ოსაძის თამაში. როგორც ზემოთ გითხარით, ხაშურელი შემტევი ნახევარმცველი ჭიათურის “მაღაროელშიც” თამაშობდა.
