მკლავჭიდის კანადელი ლეგენდა, დევონ ლარატი ქართველებზე და ხაშურელ მკლავჭიდელზე, ალექსანდრე კოშაძეზე საუბრობს:
“ქართველებს ორი UFC-ის ჩემპიონი გყავთ ხომ ასეა? მკლავჭიდში 4 მსოფლიოს ჩემპიონი, ძალოსნობაშიც ერთი, ჯუდოში და სუმოშიც გყავთ მსოფლიოს ჩემპიონები ხომ? რა ჯანდაბა გჭირთ ქართველებს? რატომ ხართ ასეთი ძლიერები? სულ რაღაც 3 მილიონი ხართ…
ჩვენთან კანადაში ერთი ქართველი ჩამოვიდა ალექსანდრე კოშაძე (14 წლის იყო მაშინ) და რამდენიმე წელიწადში მკლავჭიდში კანადის ჩემპიონი გახდა, ოხ ეს ქართველები.” – ამბობს ლარატი.
ცნობისთვის, კოშაძე მკლავჭიდში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ჩემპიონია.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.