24 წლის მარჯვენა მცველი გიორგი ტალახაძე ამჟამად სართიჭალის „შტურმის“ ღირსებას იცავს – გუნდში, რომელიც მიმდინარე სეზონში საქართველოს მესამე ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია.
გიორგის საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა როგორც მეორე, ისე მესამე ლიგაში. ის სხვადასხვა დროს თამაშობდა „იბერია 1999-2“-ში, რუსთავში და ტყიბულის „მეშახტეში“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ფეხბურთის თამაში ხაშურის „ივერიაში“ დაიწყო.
„შტურმის“ რიგებში გიორგი მარტო არ არის – მის გვერდით თამაშობს მისი ძმაც, ნიკოლოზ ტალახაძე, რომელიც ასევე კლუბის ერთ-ერთი წევრია.
გამოცდილება, ოჯახური ტრადიცია და სტაბილური პროგრესი – გიორგი ტალახაძე იმ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მესამე ლიგაში თავიანთი სტილით და დისციპლინით გამოირჩევიან.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.