
ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა მოთამაშეს აძლევს შანსს, თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ. ქართულ ფეხბურთში ხშირად გვხვდებიან ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობას ეძებენ. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის დაჩი მაისურაძეა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ონჟეში არსებულ CBAF Croix Blanche Angers Football -ს 19 წლამდელთა გუნდში თამაშობს.
დაჩი პოზიციით მარჯვენა და მარცხენა ფლანგის შემტევია. იგი Croix blanche-ს 19-წლამდელთა გუნდში ლიდერია და ამავდროულად დუბლებშიც ვარჯიშობს.
მთავარ გუნდს რაც შეეხება, საფრანგეთის მესამე ლიგაში ასპარეზობენ. აღსანიშნავია , რომ იგი საფრანგეთში ხაშურის “ივერიადან” წავიდა.
– როდის და როგორ გაჩნდა შესაძლებლობა საფრანგეთში ფეხბურთის თამაში დაგეწყო? იყო ეს შენი ინიციატივა თუ ვინმეს დახმარებით მოხდა?
ბიძაჩემის და მისი ოჯახის წყალობით მოვხვდი. აქ ცხოვრობენ და გვერდით დამიდგნენ. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა იყო, ძალიან დიდი ხანი მქონდა ეს სურვილი და ამის ასრულებაში ოჯახი დამეხმარა. ახალ გუნდში ჯერ “სინჯებზე” დამაკვირდნენ, მოვეწონე და მერე მიმიღეს.