იცოდით, რომ ” ნოდარ ახალკაცმა ლეგენდარული ხაშურელი ფეხბურთელი, თენგიზ ოსაძე “დინამო თბილისში” იხმო?! ეს ის “დინამო თბილისი” იყო, რომელმაც 1981 წელს, 5 წლის შემდეგ თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1976 წლის დასაწყისში დიდი პოტენციალის მქონე შუახაზელი თბილისის „დინამოში“ იხმეს, გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა შეკრებაზე გამგზავრების წინ, ყველასთვის მოულოდნელად, გათავისუფლება ითხოვა. დროის შემდეგ ძალიან ნანობდა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, შესაძლოა, დაეგვიანებინა…
“ქვეყნის ფლაგმანს არ ეძინა, შეამჩნიეს შენი გარჯა, დიდ ახალკაცს არ შეშლია, როცა შენთვის გაისარჯა.
,,დინამოში” მიგიწვია, და იყავი უკვე გუნდში, მაგრამ ბედი ჩაერია, შენს ბუმბერაზ სიხარულში.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.