
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიის დაბა ვენიგცელში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და 8 ივნისს სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც ქალაქ მარტინში დაბინავდება და პირველი მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც 11 ივნისს პოლონეთთან გამართავს. მარტინი ჟილინიდან 29 კილომეტრით არის დაშორებული.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).
მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია“ ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო“, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი“), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა“, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი“).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი“), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913“), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
ევრო 2025 | მატჩების განრიგი:
11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო;
14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო;
17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია.