15 წლის ნიკა სახვაძე ერთ-ერთი იმ ტალანტთაგანია, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უკვე ნაცნობია.
ფეხბურთის თამაში მან 6 წლის ასაკში ხაშურის “ივერიაში” დაიწყო. მალე მისი ნიჭი და შესაძლებლობები გამოჩნდა და უკვე ერთ წელიწადში დინამო თბილისის აკადემიაში მიიწვიეს, სადაც დღემდე ვითარდება. ნიკა ამჟამად დინამოს 15-წლამდელთა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელია.
მისი წარმატებები მხოლოდ საკლუბო დონით არ შემოიფარგლება – სახვაძემ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში თამაში მოასწრო და იქაც ყურადღება მიიპყრო.
სპორტული მახასიათებლებითა და მუშაობის ეთიკით, ნიკა სახვაძეს დიდი მომავალი აქვს. თუ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, რომ მალე უკვე მაღალი დონის ფეხბურთშიც ვიხილოთ.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.