25 წლის ხაშურელი ფორვარდი ნიკოლოზ ხაჩიძე ამჟამად ახალციხის ამბიციური გუნდის, “სამცხეს” ღირსებას იცავს, სადაც იგი მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მოწვევით ჩაირიცხა.
ხაჩიძეს მდიდარი გამოცდილება აქვს. მას უთამაშია ეროვნულ ლიგაში მოთამაშე კლუბებში, როგორიცაა “თელავი” და “სამტრედია”, ასევე იასპარეზა პოლონურ გუნდში “ვულჩანკა ვოლკა პელკინსკაში”, “ზესტაფონში” და სენაკის “ეგრისში”.
ახლა ნიკოლოზი რეგიონული ლიგის “ბ” ჯგუფის ლიდერის, ახალციხის “სამცხეს” შემადგენლობაშია, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და გუნდის მიზანი ყოველ წელს მაღლა ლიგებში დაწინაურებაა.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.