
22 წლის ნახევარმცველი ნიკა ტალახაძე ამჟამად სართიჭალის „შტურმში“ თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში აქტიურად ეხმარება კლუბს, რომელიც მესამე ლიგაში გამოდის და მიზნად დასახული აქვს მეორე ლიგაში დაბრუნება.
ტალახაძემ საფეხბურთო გზა ხაშურიდან, საფეხბურთო სკოლა „ივერიადან“ დაიწყო. მისი ნიჭი და განვითარება მალევე შენიშნეს, რის შემდეგაც კარიერა თბილისის „საბურთალოს“ (დღევანდელი „იბერია 1999“) აკადემიაში გააგრძელა. აქ ძირითადად მეორე გუნდში ასპარეზობდა, თუმცა ჰქონდა გამოცდილება მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც.
შემდეგ ეტაპზე ნიკა სართიჭალის „შტურმს“ შეუერთდა და მეორე ლიგაში ითამაშა, თუმცა გუნდმა მესამე ლიგაში გავარდნა განიცადა. მიუხედავად ამისა, ტალახაძემ გუნდთან ერთად გააგრძელა ბრძოლა და მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლუბის მიზანში.
ნიკა ტალახაძის მიმართ ინტერესი წარსულშიც მაღალი იყო, მას ახალგაზრდულ ასაკში რეგულარულად იწვევდნენ საქართველოს 17-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებებში.
შთამბეჭდავი სეზონის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ტალახაძის კარიერა მალე კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაგრძელდეს. ის ნებისმიერ ევროპულ გუნდს დახატავდა.