20 წლის მარჯვენა მცველი, გელა სადღობელაშვილი, დინამო თბილისის რიგებში ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელმაც 2025 წლის სეზონში მთავარი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
სადღობელაშვილმა ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა ხაშურის „ივერიაში“ დაიწყო.
გელას წარმატებული ასპარეზობა აკადემიურ დონეზე არ დარჩენილა შეუმჩნეველი, ის არაერთხელ გამოძახებულა საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.
მან დინამოს მეორე გუნდში გაატარა რამდენიმე სეზონი, საიდანაც გზა მთავარი გუნდისკენ გაიკვალა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, გელა სადღობელაშვილის საბაზრო ღირებულება ამჟამად 100,000 ევროს შეადგენს.
ფეხბურთელის კარიერულ პროგრესს თუ დავაკვირდებით, ცხადია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მისი ნახვა ეროვნული ნაკრების ფორმაშიც მოხდეს.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.