ლუკა ლაცაბიძემ, ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში მშობლიურ ხაშურში, “ივერიას” საფეხბურთო სკოლაში დაიწო.
მოკლე დროში ლუკამ გამოავლინა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები და აკადემიური თამაში, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩა წამყვანი ქართული კლუბებისთვის.
ერთ-ერთ ტურნირზე, სადაც “ივერია” თბილისში ასპარეზობდა, ლუკა თბილისის “დინამოს” წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, პატარა ხაშურელ ტალანტს დინამოელებმა შეთავაზება ოფიციალურადაც გაუკეთეს.
2013 წელს, სულ რაღაც 9 წლის ასაკში, ლუკა ლაცაბიძე თბილისის “დინამოს” აკადემიაში გადაბარგდა და იქ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საკუთარ საფეხბურთო კარიერაში.
21 წლის ცენტრალურ მცველს წელს ეროვნულ ნაკრებშიც კი უხმეს.
შეგახსენებთ, რომ ლაცაბიძე დონეცკის “შახტარის” საკუთრებაშია.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.