“ძიუდოზე პირველად რომ მიმიყვანა მამაჩემმა 3 წლის ვიყავი, 2004 წელს როდესაც ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ამან იქონია გადაწყვეტილებაზე გავლენა, თუმცა მამაჩემიც იყო ადრე ამ სპორტით დაკავებული და მანამდე ჩემი ბიძაშვილიც დადიოდა.
მაშინ მწვრთნელმა გვითხრა, ძალიან პატარაა და ორ-სამ წელიწადში მოიყვანეო, მაგრამ ვერ გავძელით და მომდევნო წელს ისევ მივედი, თუმცა ხერხემალზე შემექმნა პრობლემა და მაინც მომიწია ერთი წლის გაცდენა. საბოლოოდ 5-6 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ხაშურში არ მქონდა შესაბამისი პირობები და შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ძიუდოს შესწავლა 11 წლის ასაკში, ქარელში გადასვლით, მირზა ხაბარელთან დავიწყე”.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.