ლუკა ლაცაბიძე ფეხბურთის თამაშს 7 წლის ასაკში მშობლიურ ხაშურში, “ივერიას” საფეხბურთო სკოლაში იწყებს. პატარა ტალანტი მალევე მოექცა თბილისის “დინამოს” თვალთახედვაში და 2013 წელს, 9 წლის ასაკში, აკადემიაში მიიწვიეს.
10 წლის წინ, დინამო თბილისის YouTube არხთან ინტერვიუში ლუკამ თქვა:
„მე ვარ ლუკა ლაცაბიძე, 11 წლის, ხაშურიდან. 2 წელია, რაც დინამოს აკადემიაში ვთამაშობ. როცა დინამოს აკადემიაში ჩავედი, ვიფიქრე, რომ მამას და დედას გარეშე გამიჭირდებოდა, მაგრამ როცა პირველ დღეს ბავშვები გავიცანი, მივხვდი, რომ კარგი გარემო იყო და არ გამიჭირდებოდა“
დღეს ლუკა უკვე 21 წლის ცენტრალური მცველია. წინა სეზონში უკრაინულ პრემიერლიგაში ოდესის „ჩერნომორეცის“ რიგებში ასპარეზობდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის.
ლაცაბიძის კარიერა კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია პატარა ქალაქში დაბადებულ ტალანტს დიდი საფეხბურთო გზა გაიაროს.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.