
სურამის რაგბის გუნდი „მგლები“, რომელიც ხაშურის სპორტული სკოლის შემადგენლობაში ფუნქციონირებს, საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის – CSV Vienne / ვიენის ოფიციალური მოწვევით საზღვარგარეთ მატჩს გამართავს. შეხვედრა 2025 წლის 10 სექტემბერსაა ჩანიშნული და მასში მონაწილეობას საფრანგეთში მცხოვრები 16-წლამდელთა ჯგუფის მორაგბეები მიიღებენ.
მოწვევა ხაშურის სპორტ სკოლის დირექტორს, ივანე ხარაზიშვილს პირადად გადაეცა. მოწვევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „მგლები“ წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტს, რაც ადგილობრივი რაგბის განვითარებისთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.
წერილში მადლობას უხდიან გუნდის დამფუძნებელს – კახა აბრამაშვილს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საერთაშორისო ინიციატივის რეალიზებაში. ასევე, მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა ბურჯ გურამ კავთიძის მიმართაც.
აღსანიშნავია, რომ კახა აბრამაშვილი საფრანგეთში მჭიდროდ თანამშრომლობს „ლიონის“ კლუბის ხელმძღვანელობასთან, სადაც ქართველი ვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი თამაშობდა.
„მგლების“ გარშემო არსებული პროგრესი არ მთავრდება მხოლოდ მოწვევით – უახლოეს მომავალში სურამში დასრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო განავითარებს რეგიონში რაგბის კულტურას და შესაძლოა, მალე სურამში ვაჟთა პროფესიული გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობაც გაჩნდეს.
სურამის „მგლები“ უკვე მიიწვია ფრანგულმა გრანდმა „ლიონმაც“, სადაც ქართული რაგბის ვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი თამაშობდა – ოფიციალური წერილი მალე მოვა და ვიზიტიც მალე შედგება.