
ხაშურელმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა ჩაატარა და მორიგი მედალი, ამჯერად ბრინჯაო მოიპოვა. მისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა როგორც სპორტული, ისე პირადი კუთხით, რაც ნათლად აისახა ბრძოლების შემდეგ გაკეთებულ ემოციურ კომენტარშიც:
“ძალიან დიდი გვალვა იყო ჩემს კარიერაში და წვიმა წამოვიდა. თბილისის გრანდ სლემი, ევროპის ჩემპიონატი, და ახლა უკვე მსოფლიოზეც მედალი ავიღე. ბედნიერი ვარ და იმედია ასე გაფრძელდება, გაგრძელდება მედლები და უფრო მეტი ხარისხი იქნება.”
სპორტსმენმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმები მოშუშავდა და ამჯერად ხასიათითაც და მონდომებითაც განსხვავებული ლუკა გავიდა ტატამზე:
“ევროპის ჩემპიონატზე ტრავმები მქონდა და მოვიშუშე. მეტი ხასიათით და მონდომებით ვიყავი გაასული, ჩემი აზრით უკეთესი ლუკა ვიყავი.”
ლუკა მაისურაძის მოლოდინები კი ასეთია:
“ბევრ ოქროს.”
წყარო:betlive.ge