
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები სტუმრად „ვალენსიასთან“ 74:105 დამარცხდნენ.
ვალენსიელები სერიას 2:0-ს იგებენ და ფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებთ. ნახევარფინალური სერია კანარის კუნძულებზე გაგრძელდება. მესამე მატჩი 14 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება მეორე მატჩს, შერმადინმა 7 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნით დაასრულა. „ვალენსიის“ გამარჯვება უმთავრესად მონტეროს დამსახურებაა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.