
თბილისის „იბერია“ ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ჩემპიონი მოსამზადებელ შეკრებას გაივლის, — ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„იბერიელები“, რომლებიც მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვებიან, უკვე ბულგარეთში იმყოფებიან — ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი მზადებას ქალაქ ბანსკოში გაივლის. შეკრების ფარგლებში გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.
პირველ ტესტმატჩს საქართველოს ჩემპიონი 18 ივნისს გამართავს და ალბანურ „ეგნატიას“ დაუპირისპირდება, ხოლო 21 ივნისს კოსოვოს წარმომადგენელ „მალიშევას“ შეხვდება.
„იბერია“ ეროვნულ ლიგaს მეორე წრის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს — გუნდის ანგარიშზეა 18 მატჩიდან 13 გამარჯვება და 5 ფრეა.