ხაშურის საფეხბურთო სამყაროს განუყოფელი ნაწილი – ბორა (პაატა), არაერთი თაობის “ივერიას” ქომაგებისთვის ლეგენდად იქცა.
ბორა “ივერიას” ბავშვობიდანვე გულშემატკივრობს და მისი ცხოვრება გუნდის ისტორიის ნაწილად იქცა. მოესწრო კლუბის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფაზას – 1970 წელს საქართველოს მეორე ლიგაში “ივერიას” ჩემპიონობასა და პირველ ლიგაში გადასვლას, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას (7 სეზონის განმავლობაში), შემდგომი ჩავარდნებს, მეორე ლიგიდან დაქვეითებას, გუნდის გაქრობას და დაბრუნებას, დაბალ ლიგებში ბრძოლას…
მისი მოტივაცია არასდროს განელებულა – წვიმაში, მზეში, გამარჯვების თუ მარცხის ფონზე, ბორა მუდამ იმ ადგილზე იყო, სადაც “ივერია” თამაშობდა.
ეს არ არის მხოლოდ სიყვარული ფეხბურთისადმი – ეს არის ერთგულება, რომელიც მაგალითია სხვებისთვისაც.
კაცი, რომელიც ყველას უყვარს, ადამიანი, რომელიც “ივერიას” სული და გულია.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.