1990-91 წლებში ხაშურის “ივერიას” ღირსებას იცავდა ლიტველი მეკარე ალგიმანტას ბრიაუნისი – ფეხბურთელი, რომელმაც გულშემატკივრების გული მალევე მოიგო და განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
ბრიაუნისის კარიერა მხოლოდ “ივერიით” არ შემოიფარგლება – მან ითამაშა ისეთ კლუბებში, როგორიცაა დანიური გრანდი “კოპენჰაგენი”, უკრაინული “კარპატი”, ესტონური “ფლორა”, ლიტვური “ჟალგირისი”, ასევე ღირსებით იცავდა ლიტვის ეროვნული ნაკრების ფერებს.
საერთაშორისო გამოცდილების მქონე მეკარემ ხაშურში საკუთარი პროფესიონალიზმით და თავდადებით დაამახსოვრა თავი ადგილობრივ ქომაგებს და დარჩა “ივერიას” ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ლეგიონერად.
დღეს მას მადლიერებით და პატივისცემით იხსენებენ როგორც იმ ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.