ლეგენდარული ხაშურელი ფეხბურთელი, თენგიზ ოსაძე, განსაკუთრებული გულშემატკივრობით იხსენებს თანაგუნდელს, ნუკრი ლომსაძეს, რომელთან ერთადაც ხაშურის “ივერიასა” და ჭიათურის “მაღაროელში” მრავალი წელი ითამაშა.
„ჩვენ ერთად წლების განმავლობაში ვთამაშეთ ივერიაში და ჭიათურის მაღაროელშიც. შემიძლია ვთქვა, რომ ნუკრი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი საქართველოში. რომ გამართლებოდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებდა”, – წერს ოსაძე.
ნუკრი ლომსაძე და თენგიზ ოსაძე 70-იან 80-იან წლებში, ივერიაში მეტოქეთა დაცვისთვის ნამდვილ კოშმარად იქცნენ – მათი შეუჩერებელი დუეტი ხაშურელ გულშემატკივრებს დღემდე საამაყოდ ახსოვთ.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.