ქართულ ფეხბურთში საინტერესო დამთხვევას ვხვდებით – როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” წევრის, გიორგი მამარდაშვილის მსგავსი ფეხბურთელი კიდევ ერთია – ხაშურის „ივერიის“ მეკარე, რომელსაც ზუსტად იგივე სახელი და გვარი აქვს – გიორგი მამარდაშვილი.
22 წლის მეკარე ხაშურელ გულშემატკივარი კარგად იცნობს. შარშან იგი “ქარელში” თამაშობდა და “ივერიას” წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა, სადაც ფანების ოვაციებიც დაიმსახურა.
გარდა იმისა, რომ ორივეს ერთი და იგივე სახელი, გვარი და პოზიცია აქვთ, მათ ნათესაური კავშირიც აკავშირებთ – ბაბუები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. ორივე გიორგი მამარდაშვილი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქიდან – ხონიდან არიან.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.