ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე; პროფესორი; ფილოლოგიის დოქტორი, მურად მთვარელიძე ლეგენდარულ ხაშურელ მორაგბეზე, თემურ რუხაძეზე 2002 წელს, გაზეთ ,,ხაშურის მოამბეში” წერდა:
“ხაშურს, ღმერთის წყალობით არასოდეს აკლდა ის პიროვნებები, რომლებსაც ძალზე შორს გაუტანიათ მისი სახელი. ზოგჯერ იქაც კი სადაც არათუ ხაშურის, არამედ იმ ქვეყნის ადგილმდებარეობაც კი არ სცოდნიათ, რომელსაც ეს ქალაქი ეკუთვნის. თემურ რუხაძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის უამრავ ქალაქში სწორედ მის სახელთან ასოცირდებოდა ხაშური.
უბადლო მორაგბეს, შესანიშნავ სპორტსმენს ამხელა სივრცეში ყველგან სცნობდნენ და პატივს მიაგებდნენ. დღეს თუ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს, რუმინეთს, ესპანეთს, პორტუგალიას და თვით საფრანგეთს ამარცხებს, ამ წარმატებათა საფუძვლის ჩამყრელი თემურ რუხაძეცაა”.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.