კოლორიტმა ხაშურელმა, პროფესორმა და ფილოლოგიის დოქტორმა მურად მთვარელიძემ სოციალურ ქსელში საინტერესო ინიციატივით გამოსვლა გადაწყვიტა – მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხაშურში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული საფეხბურთო მოღვაწის, თემურ კობერიძის სახელი მიენიჭოს.
„ვფიქრობ, ის იმსახურებს, რომ ხაშურის რომელიმე ქუჩა ატარებდეს მის სახელს. იმედი მაქვს, ამ ჩემს ინიციატივას გაგრძელება ექნება!“, – წერს მთვარელიძე.
თემურ კობერიძე ხაშურში სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც არა მხოლოდ ადგილობრივ ფეხბურთში, არამედ ზოგადად ქართული სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ჩართულობის შემთხვევაში, მურად მთვარელიძის ინიციატივა შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან ნაბიჯად ხაშურელი სპორტული ლეგენდების დაფასებისკენ.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.