
ბაბუაჩემი 1950-იან წლებში გრიშა ჯომართიძეს თანაგუნდელი იყო „ივერიაში“. ამბობდნენ, რომ სტაბილური მეკარე იყო…“
ეს სიტყვები ეკუთვნის ბორის დერევიანჩენკოს, ხაშურის „ივერიას“ მოქმედ მეკარესა და კაპიტანს, რომელიც დღემდე ერთგულად იცავს გუნდის კარს – არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ოჯახური ტრადიციის ძალითაც.
დერევიანჩენკოების საფეხბურთო ხაზის დასაწყისი ბორისის ბაბუამ, სტაბილურმა მეკარემ, 1950-იან წლებში ხაშურის „ივერიაში“ ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით კი ბორისის მამამ ეს გზა სოხუმის “დინამოში” და თავად “ივერიაში” განაგრძო.
ბორისის თქმით, მამამისს სურდა, რომ შვილმა შეტევაში ეთამაშა და გარეთ დაეკავებინა პოზიცია, მით უფრო, რომ ამისთვის მონაცემები ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ ბორის დერევიანჩენკომ ტრადიცია არჩია კარიერას:
„მამაჩემის სურვილი იყო, რომ წინ მეთამაშა, მაგრამ მე ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. ვთქვი, ბაბუაჩემი და მამაჩემი მეკარეები იყვნენ — მეც უნდა გამეგრძელებინა ეს ტრადიცია… ასე, თუ ისე, გავაგრძელე.“
სხვათაშორის, ბორისის შვილი – გიორგიც მეკარეა, რომელიც ერთ-ერთ პერსპექტიულ კიპერად ითვლება საქართველოში.