„თუკი ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, ერთ ადამიანს არ გაეხარდება შენი დანაკლისი, ჩათვალე, რომ ფუჭად არ გიცხოვრია.“
ეს სიტყვები ეკუთვნის თემურ კობერიძეს — ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ხაშურის ფეხბურთს მიუძღვნა. ყოფილ ფეხბურთელს, მწვრთნელს და ადგილობრივი სპორტის ერთ-ერთ უპირობო ლეგენდად ქცეულ ფიგურას.
თემურ კობერიძე წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდა ხაშურის „ივერიას“, იგი ხაშურის ივერიას ქალთა გუნდს წლების განმავლობაში წვრთნიდა.
მისი სიტყვები ძლიერი, მშვიდი და ღრმა შინაარსით – ბევრის გულში დარჩა და დღეს უკვე თავად მისი ცხოვრების ლოზუნგად ქცეულა.
თემურ კობერიძე ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ საქმის სიყვარულით ცხოვრება ნამდვილად არ არის ფუჭი.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.