ნუკრი ლომსაძე გასული საუკუნის 70-80-იან წლებში თამაშობდა ხაშურის “ივერიაში”. ასევე, ჭიათურის “მაღაროელში” და ზუგდიდის “დინამოში” ასპარეზობდა. იგი პოზიციით ფორვარდი იყო, თუმცა არაერთხელ დაუკავებია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა შემტევის როლი.
ძალიან ტექნიკური, კრეატიული და მოედანზე ჭკვიანი მოთამაშე – ასე ახასიათებენ მას თანაგუნდელები და ის გულშემატკივრები, ვისაც მისი თამაში ახსოვს. მეტიც, არაერთი გულშემატკივარი ამბობს, ძალიან მაღალ დონეზე ფლობდა ბურთს.
დღეს ნუკრი ლომსაძის სახელი ხაშურში უკვე ლეგენდარულია და დიდი იმედია, რომ მისი ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.