ვლადიმერ ხაჩიძე პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მშობლიური ქალაქის კლუბს, ხაშურის “ივერიას” წვრთნიდა.
ის ამ პერიოდს სასიამოვნოდ იხსენებს:
“პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ხაშურის “ივერიას” ვწვრთნიდი. ის დრო დაუვიწყარია ჩემთვის. მახსოვს, ხაშურის სტადიონი რომ გაიხსნა, იმდენი ხალხი იყო, მე, მთავარი მწვრთნელი, გულშემატკივრებს შორის ვიდექი და ისე ვხელმძღვანელობდი გუნდს… ნემსი არ ჩავარდებოდა ტრიბუნებზე…
მაგარი ჩემპიონატი გვქონდა, ჯერ არავინ იყო წასული საზღვარგარეთ და ყველა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, მერე მაგარი ლეგიონერები ჩამოვიდნენ – ლიტველებიც, სხვებიც… სასწაულები ხდებოდა სოხუმში, გალში, ოჩამჩირეში, ლანჩხუთში”.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.