
იცოდით, რომ თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე კარლო მჭედლიძე ხაშურიდანაა?
კარლო მჭედლიძე 1957 წელს ქალაქ ხაშურში დაიბადა. ფეხბურთის საფუძვლები სწორედ ხაშურის ახალგაზრდულ სპორტულ სკოლაში მიიღო და იქედან დაიწყო მისი გზა პროფესიონალურ სპორტში.
1977 წელს მან კარიერა თბილისის „დინამოს“ სათადარიგო გუნდში დაიწყო, შემდგომ კი სამტრედიის „ლოკომოტივში“ გადავიდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა. 1978-1980 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ კარს, ხოლო 1981 წელს დაბრუნდა თბილისის „დინამოში“, სადაც სამი სეზონის განმავლობაში ოთარ გაბელიას მეორე მეკარე იყო. ამ პერიოდში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლი გაუშვა.
ფეხბურთისადმი ერთგულება კარლო მჭედლიძეს კარიერის ბოლომდეც არ დაუკარგავს – 1984-1986 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“ ასპარეზობდა და სწორედ იქ დაასრულა პროფესიული კარიერა.
საფეხბურთო გზას მან მომავალშიც გაჰყვა – დააფუძნა თბილისის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“, სადაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა.
სხვათა შორის, კარლო მჭედლიძე არა მხოლოდ მოთამაშე, არამედ მამაცაა ცნობილი ფეხბურთელის – ლევან მჭედლიძის, რომელიც იტალიური „ემპოლის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.