იცოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე დავით გვარამაძე კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე ხაშურის „ივერიას“ იცავდა?
1995-1996 წლებში გვარამაძე სწორედ ხაშურის კლუბის ღირსებას იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში 30 შეხვედრაში დაიცვა გუნდის კარი. იგი ხაშურში კახეთის „თელავიდან“ გადავიდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმდროინდელი „ივერიის“ შემადგენლობაში.
დავით გვარამაძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1998 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია: თბილისის „დინამო“, კახეთის „თელავი“, ბათუმის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ლატვიური „სკონტო“, რუსული „კრილია სოვეტოვი“, ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „ლოკომოტივი“.
დღესაც კი, წლების შემდეგ, გვარამაძის მიერ ხაშურში გატარებული სეზონი ბევრ ფეხბურთის გულშემატკივარს თბილად ახსენდება.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.