საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და იტალიური „ემპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ლევან მჭედლიძე, მჭიდრო კავშირით არის დაკავშირებული ხაშურთან.
მართალია, ლევანი თბილისში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახური ფესვები ხაშურს უკავშირდება – მამამისი, კარლო მჭედლიძე, სწორედ ხაშურში დაიბადა და გაიზარდა, აქვე გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. ასევე, ლევანის პაპის თაობებიც ხაშურიდან მოდიან, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის კავშირს ამ მხარესთან.
ლევან მჭედლიძე გამორჩეული თავდამსხმელი იყო – ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და მოედნის ხედვით გამორჩეული. ის ახალგაზრდობაშივე გადავიდა იტალიაში და „ემპოლის“ რიგებში ჩატარებული წარმატებული მატჩებით დიდი ყურადღება მიიპყრო. ასევე ღირსეულად იასპარეზა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო მისი კარიერა იმ დონემდე ვერ ავიდა, რაც პოტენციალით შეეძლო.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.