
დავით ხაჩიძის მიერ ხაშურის „ივერიასთვის“ გაკეთებული საქმე შეუფასებელია. 17 წლის ასაკში უკვე თამაშობდა გუნდში და იმ დროისთვის საქართველოს მეორე ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ, სწრაფ და ჭკვიან ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა.
26 წლის ასაკში ხაჩიძემ პროფესიულ ფეხბურთს თავი დაანება, თუმცა სიყვარულმა მშობლიური კლუბის მიმართ ის მოედანზე ისევ დააბრუნა. უკვე მესამე წელია, რაც 38 წლის ვეტერანი ფლანგის შემტევი კვლავ იბრძვის „ივერიას“ წარმატებისთვის.
2022 წლის სეზონი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისთვის: ხშირად შეცვლაზე შემოდიოდა და თამაშის ბედი ცვლიდა. სწორედ მან გაამყარა ზურა ლომიძის ტაქტიკური გეგმები, როცა ხაშურის „ივერია“ მე-4 ლიგაში ასამაღლებლად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. როცა გუნდს შეტევის გააქტიურება სჭირდებოდა, ხაჩიძე მოედანზე გამოდიოდა და „ივერიის“ ყველა რგოლი ამოქმედდებოდა.
დავით ხაჩიძე არა მხოლოდ მოედანზეა ლიდერი, არამედ პიროვნულადაც გამორჩეული ადამიანია.
სამსახურებრივი დატვირთვის პარალელურად, ის ვარჯიშს არც მოედანზე აკლებს და არც ფიტნეს დარბაზში. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელების დეფიციტის ფონზე, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიაზრება.
ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ხაჩიძეს ამ წლების განმავლობაში არასდროს აუღია ხელფასი – მასზე თავად თქვა უარი.