იაპონიაში ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ხაშურელი – ივანე ნოზაძე ცხოვრობს, რომელმაც ამომავალი მზის ქვეყანაში ფუტსალისა და ფეხბურთის სამოყვარულო გუნდი დააარსა.
თავისი დიდი სიყვარულის ნიშნად ხაშურის „ივერიისა“ და საქართველოს მიმართ, ივანე ნოზაძე ხშირად აერთიანებს სპორტს და სამშობლოს. როდესაც სამოყვარულო ტურნირებზე ქვეყნები ასპარეზობენ, მისი გუნდი სახელწოდებით „Georgia“ გამოდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტურნირზე კლუბები მონაწილეობენ, ივანეს გუნდის სახელწოდება „Iveria“ ხდება.
ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ნიშნავს თავდადება, პატრიოტიზმი და მშობლიური ქალაქისადმი სიყვარული – მაშინაც კი, როცა ათასობით კილომეტრით ხარ მოშორებული.
ივანე ნოზაძის ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეინარჩუნო კავშირი ფესვებთან და სიყვარულით გაუზიარო იგი უცხო კულტურასაც.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.