ხაშურელი ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ლაცაბიძე გამორჩეული საფეხბურთო კარიერით გამოირჩევა. მისი სპორტული გზა მშობლიური კლუბიდან, ხაშურის „ივერიიდან“ დაიწყო და შემდეგ არაერთ ქართულ თუ უცხოურ გუნდში ღირსეულად იასპარეზა.
ლაცაბიძემ კარიერის განმავლობაში შემდეგ კლუბებში ითამაშა: „ივერია“ (ხაშური), „ბორჯომი“, გორის „დილა“, თბილისის „ლოკომოტივი“, ზუგდიდის „ოდიში“, ასევე პოლონური კლუბი კრაკოვის „ჰუტნიკი“ და აზერბაიჯანული თურან „თოვუზი“.
გარდა კლუბური კარიერისა, ზაზა ლაცაბიძე ღირსად იცავდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსებასაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის საფეხბურთო კლასსა და გამოცდილებას.
ლაცაბიძის კარიერა შესანიშნავი მაგალითია იმ მოთამაშისა, რომელმაც ქართულ ფეხბურთს მთელი თავისი ენერგია და გამოცდილება მიუძღვნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზეც.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.