
მნიშვნელოვანი აღიარება ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის – „ორბის“ მოთამაშე, ვახო ბედოშვილი, რამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოიძახა. ვახოს ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება როგორიც არის: პოლონეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.
ბედოშვილი ამჟამად იჯარით ასპარეზობს საგარეჯოს „გარეჯში“, თუმცა იგი კვლავ „ორბის“ საკუთრებაშია. შეგახსენებთ, რომ ვახომ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ეტაპობრივად განაგრძობს პროგრესს.
2024 სეზონი ბედოშვილისთვის წარმატებული აღმოჩნდა – მან უმაღლეს ლიგაში არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ფოთის „კოლხეთთან“ შესრულებული დუბლი და ქუთაისის „ტორპედოს“ კარში გატანილი ულამაზესი გოლი საჯარიმოს გარედან, რითაც ბევრს რობენის სტილი გაახსენა. თითქმის ყველა თამაშში ან საგოლე გადაცემით გამოირჩევა, ან პენალტს იძენს – ფაქტია, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ბედოშვილის თამაში პირველად 2023 წელს ვიხილე საქართველოს თასზე, სადაც ხაშურის სტადიონზე „ორბი“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა. იმ შეხვედრაში ხაშურის სტადიონი ბოლომდე სავსე იყო, ვახო კი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული ჩანდა. ჩემი ინფორმაციით, სწორედ მაშინ მიიქცია ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს ყურადღება. იმ დღიდან გავხდი ბედოშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მალევე ამავე კლუბში მუშაობის დაწყების შემდეგ, პერსპექტიულ ახალგაზრდასთან ასე ახლოს მომიწევდა თანამშრომლობა.
შარშან ლიგა 3-ში თამაშობდა და მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ხაშურის სტადიონზე ბევრი ქომაგისთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ყველა არ დაინტერესდა იმ დროს. მოგეხსენებათ, ორბი საშინაო თამაშებს ხაშურში 2024 წლიდან ატარებს. ახლა კი, როცა ბედოშვილს ახალგაზრდულ ნაკრებში იძახებენ და მაღალი დონის გუნდების ინტერესშია, ბევრი ინანებს, რომ მაშინ ხაშურში მისი თამაშები საკუთარი თვალით არ იხილა.
შესაძლოა, ვახო ბედოშვილი ერთ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდეს, და ხაშურის სტადიონზე მისი თამაშის გახსენება ნამდვილად განსაკუთრებული და საამაყო მოგონება გახდება მათთვის, ვინც იმ პერიოდში “ორბის” თამაშებზე დადიოდა