
თბილისის “ავჭალის” სტადიონზე, რაგბიში პირველი ლიგის ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს რეგულარული სეზონის გამარჯვებული გორის „გორი“ და პირველი ლიგის დებიუტანტი „წიქარა“ შეხვდნენ – მატჩი გორელმა მორაგბეებმა 26:22 მოიგეს და დიდი ათის საგზური მოიპოვეს.
გორელთაგან ლელოები გრიგალაშვილმა, ხუციშვილმა, ბიწაძემ და კობახიძე გაიტანეს. ორი გარდასახვა აბაშიძე მიითვალა, ერთი კი – ჭინჭარაულმა. „წიქარას“ შემადგენლობაში ლელოები ლეგიონერებმა, ნასაგემ და ნავემ დადეს, ასათიანმა კი ოთხი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.
„წიქარას“ დიდი ათის საგზურის მოპოვება კიდევ შეუძლია, თუ ორმატჩიან პლეი ოფში „დიდი ათის“ ბოლოსწინა ადგილზე გასულ ასპინძის „ტაოსთან“ ორმატჩიან დაპირისპირებას მოიგებს.