
13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
აღნიშნული ტურნირისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილი გახდა. მამაკაცთა შორის საქართველოს წარმომადგენელი ყველა წონაში ეყოლება. ორ წონით კატეგორიაში კი ნაკრები ორი სპორტსმენით გამოვა. 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი იჭიდავებენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.
ქალთა შორის საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება 57 კგ წონით კატეგორიაში – ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე.
ვაჟები:
გიორგი სარდალაშვილი (–60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (–66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (–73 კგ)
ტატო გრიგალაშვილი (–81 კგ)
ზაურ დვალაშვილი (–81 კგ)
ლაშა ბექაური (–90 კგ)
ლუკა მაისურაძე (–90 კგ)
ილია სულამანიძე (–100 კგ)
გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
გოგონები:
ეთერ ლიპარტელიანი (–57 კგ)
ნინო ლოლაძე (–57 კგ)
ეთერ ასკილაშვილი (–63 კგ)
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)
გუნდური ასპარეზობისთვის ნაკრებს დაემატებიან:
მიხეილ ბახბახაშვილი
გიორგი ჯაბნიაშვილი
საბა ინანეიშვილი
მარიამ ჭანტურია
ნაკრების მთავარი მწვრთნელები:
ლაშა გუჯეჯიანი
გიორგი თენაძე
