ხაშურის „ივერიის“ მოქმედი მეკარე და გუნდის სიმბოლოდ ქცეული ბორის დერევიანჩენკო Geo Team-თან ინტერვიუში წარსულს იხსენებს:
„მქონდა შემოთავაზებებიც – ლანჩხუთის “გურიიდან”, “ზესტაფონიდან”, თბილისის “ლოკომოტივიდან”, მაგრამ 2009 წელს სამი წლის დაშლილი “ივერია” აღდგა, გამოცდილი ფეხბურთელი ჭირდებოდათ და 25 წლის ასაკიდან იქ დავრჩი, რათა “ივერიის” აღზევებაში ჩემი წვლილი შემეტანა და დღემდე აქ ვარ.“
დერევიანჩენკოს კარიერაში უამრავი ტურნირი, მნიშვნელოვანი მოგება და სარეკორდო სეივები რჩება, თუმცა მისთვის მთავარია ერთგულება იმ გუნდისადმი, რომელიც გულით უყვარს.
ცნობისთვის, დერევიანჩენკო “ივერიას” გარდა რამდენიმე სეზონი აგარის “მეშაქრეში” თამაშობდა, რომელიც საქართველოს რანგით მეორე ლიგაში ბრწყინვალე გუნდი იყო, უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსიც ჰქონდათ, პლეიოფში რამდენჯერმე დამარცხდნენ. ბორისი ასევე, “ბორჯომის” რიგებშიც ირიცხებოდა.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.