
„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტმატჩების პირველ შეხვედრას 5 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირალნდიის ნაკრებთან გამართავენ.
ამ შეხვედრისთვის ირალნდიელთა სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა – ირლანდიელთა რაზმში 11 დებიუტანტია.
დებიუტანტების სიმრავლე იმით არის გამოწვეული, რომ ირალნდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ენდი ფარელმა, რომელიც ამავდროულად „ბრიტანელ ლომებსაც“ უდგას სათავეში, ავსტრალიური ტურნესთვის „ბრიტანელ ლომებში“ 15 ირლანდიელი გამოიძახა.
თბილისში ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას პოლ ო’კონელი შეასრულებს, გუნდის კაპიტანი კი კრეიგ კეისი იქნება.
კეისმა საქართველოსთან მომავალ მატჩზე ისაუბრა.
“საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში დიდი წინსვლა განიცადა. საქართველოში რაგბის განვითარებისთვის სოლიდური ინვესტიციები ჩადო, რამაც ისინი წამყვან გუნდებს შორის დაამკვიდრა. მათი მწვრთნელი გამოცდილი რიჩარდ კოკერილია, რომლის ძალისხმევითაც ქართველებმა ტრადიციულად ძლიერი შერკინებისა და ნიჭიერი უკანა ხაზის თამაშის გაერთიანება შეძლეს. მათთან თამაში ჩვენთვის რთული გამოცდა იქნება”.
ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: ტომ აჰერნი, რაიან ბერდი, ფინლეი ბილჰემი, ჯეკ ბოილი, ტომას კლარკსონი, გევინ კუმბსი, მაქს დიგანი, კორმაკ იზუჩუკვუ, ალექს კენდელენი, გას მაკკარტი, პედი მაკკარტი, მაიკლ მილნი, დარა მიურეი, ტომ ო’ტული, კიან პრენდერგასტი, სტივენ სმიტი, ტომ სტიუარტი, ნიკ ტიმონეი;
უკანა ხაზი: შეინ ბოლტონი, კრეიგ კეისი, ჯეკ კროული, ნათან დოაკი, კირან ფროული, ჰიუ გევინი, სტიუარტ მაკკლოსკი, ბენ მერფი, კელვინ ნეში, ჯიმი ო’ბრაიენი, ტომი ო’ბრაიენი, ჯიმი ოსბორნი, სემ პრენდერგასტი, ჯეიკობ სტოკდეილი.
ირალნდიასთან მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ტოიოტა ჩიტასს“ შეხვდებიან, 19 ივლისს კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს.