საქართველოს ფეხბურთის ისტორიას არაერთი გამორჩეული და სასაცილო ეპიზოდი ახსოვს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია 1990-იანი წლების ბოლოს, ყვარლის ცნობილ სტადიონზე მოხდა, სადაც ხაშურის “ივერია” ადგილობრივ “დურუჯს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა კახეთში, ყვარლის უძველესი ციხესიმაგრის ფონზე მიმდინარეობდა. მატჩის ერთ-ერთ მონაკვეთში ხაშურელმა ფეხბურთელმა ათი წუთის განმავლობაში ოთხჯერ სცადა კარის აღება, თუმცა ყველა დარტყმა გალავნის გუმბათს მოარტყა, რომელიც სტადიონის უკან აღმართული ციხე-სიმაგრის ნაწილი იყო.
ამ ყველაფერს კახელი გულშემატკივარი ციხის კოშკიდან აკვირდებოდა და თავისი ხასიათისთვის ჩვეული პირდაპირობით მატჩის მონაწილეს ხუმრობით მიმართა: “რა გინდა, შაჰ-აბასმა ვერ დაანგრია ეს ციხე-სიმაგრე, შენ რას გვინგრევო!”
ეს ამბავი დღემდე ღიმილით ახსენდებათ როგორც ხაშურელ, ისე კახელ ფეხბურთის მოყვარულებს — როგორც ერთ-ერთი იმ გამორჩეულ ეპიზოდთაგანი, რომელიც ფეხბურთის თამაშზე მეტია.
დავიბადე 2005 წელს. სპორტულ ჟურნალისტიკაში 5 წელია, რაც ჩართული ვარ. ჩემი კარიერა 2021 წელს დაიწყო primesport.ge-ში, ხოლო 2022 წელს გავაგრძელე მუშაობა TV ივერიაში. იმავე წელს დავაფუძნე ჩემი პლატფორმა “ხაშურის სპორტი”, რომელიც დღესაც აქტიურად აშუქებს ხაშურის სპორტულ ცხოვრებას.
2024 წლიდან ვმუშაობ საფეხბურთო კლუბ “ორბში”, სადაც ვარ გუნდის სოციალური მედია მენეჯერი. ამავე წელს ხაშურის “ივერიიდან” შეთავაზება მივიღე და ერთი წლის განმავლობაში გუნდის მედია მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ჟურნალისტად ვმუშაობდი სარაგბო გუნდ სურამის “მგლებში”.
2025 წელს შევუერთდი საფეხბურთო გუნდ “ქარელს”, როგორც სოციალური მედიის მენეჯერი.
2025 წლის 8 ივნისს დავაარსე ვებგვერდი khashurisport.ge – საქართველოს პირველი რაიონული სპორტული ონლაინ-გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორიც და ავტორიც თავად ვარ.