
ხაშურის „ივერიას“ მეკარემ და კაპიტანმა, ბორის დერევიანჩენკომ, ემოციური კომენტარი გააკეთა, რომელშიც კლუბისადმი თავისი სიყვარული და ერთგულება გამოხატა.
ფეხბურთელის სიტყვები ნათლად ასახავს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ის დაკავშირებული მშობლიურ კლუბთან:
“მე უბრალოდ ბორის დერევიანჩენკო ვარ, რომელსაც თავის ქალაქი და ‘ივერია’ ყველაზე ძალიან უყვარს.
ხაშურის ‘ივერია’ ჩემს ცხოვრებასთან ასოცირდება! 15 წლის გადამიყვანეს ‘ივერიაში’ და იმის მერე ჩემი გუნდის სიყვარულით დავსნეულდი.
ჩემთვის ‘ივერია’ მეორე ოჯახია! ეს ის გუნდია, სადაც ბევრს უნდოდა ეთამაშა და ამ ოჯახის წევრი გამხდარიყო, მაგრამ რთულია ატარო ‘ივერიას’ მაისური და განსაკუთრებით ამ დიდი გუნდის კაპიტნის სტატუსი!”
დერევიანჩენკოს განცხადებით, „ივერიაში“ თამაში და განსაკუთრებით კაპიტნის ტიტული არამარტო პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა – პასუხისმგებლობა, რომელიც მხოლოდ ნამდვილ გულშემატკივარს და ერთგულ მოთამაშეს შეუძლია იტვირთოს.